შაბ, 19-07-25, 10:15

ისწავლე, რომ იშოვო

 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
რაში იხდიან ფულს PTC საიტები და რამდენად სანდონი არიან
geomaster1თარიღი: პარ, 04-03-11, 16:43 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 6
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
PTC - paid to click - საიტები, არ არის სიახლე, ისინი გაჩნდენ მაშინვე, როცა მწარმოებლებმა, სავაჭრო და მომსახურე ფირმებმა განათავსეს თავიანთი ბიზნესი ინტერნეტში. ხსენებულმა ფირმებმა თავიანთი პოპულარიზაციისათვის დაიწყეს ძიება სარეკლამო საიტებისა, რომლებსაც გადაუხდიდნენ თანხას აღნიშნულ მომსახურებაში.რამდენადაც ნებისმიერ სარეკლამო საიტზე რეკლამის განთავსება მით უფრო ძვირადღირებულია, რაც უფრო მეტი მნახველი ჰყავს მას, ზოგიერთმა მათგანმა მნხველების მოსაზიდად დაიწყო მათთვის ფულის გადახდა, შედეგად კი გაიზარდა მათი რეიტინგი, ტრეფიკი (მნახველების რაოდენობა), შესაბამისად შემკვეთების ინტერესი და რეკლამის განთავსების ღირებულება. ასეთი საიტები PTC საიტების სახელით გახდნენ ცნობილი. შემდგომში მათ დანერგეს ტრეფიკის ამაღლების ახალი სისტემა(traffic exchange), რომლითაც უზრდიან ერთმანეთს მნახველთა რაოდენობას, ამიტომაც დღეისათვის PTC საიტებზე საკმაოდ ხშირად შეხვდებით ერთიმეორის სარეკლამო ბანერებს. რამდენადაც ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო შემოსავლის მიღებასთან, პარალელურად შეიქმნა ე.წ. SCAM საიტები, რომლებიც შემკვეთებიდან იღებებენ ფულს, მომხმარებლებს თავაზობენ, მაგრამ არ უხდიან, ფულს ჯიბეში იდებენ და იხურებიან.
სამწუხაროდ, დღეისათვის SCAM PTC საიტები ათეულ ათასობითაა ინტერნეტში. ჩვენ გვიწევს საკმაო დროის კარგვა იმისათვის, რომ ათეულობით PTC საიტიდან მოვიძიოთ სანდო და თქვენ წარმოგიდგინოთ. თუმცა, იშვიათად, ჩვენი წარმოდგენილებიდანაც შეიძლება ოდესმე ზოგიერთმა შეწყვიტოს გადახდა. სწორედ ამ მიზნით აქვს საიტებს რეიტინგი, რომლის მიმნიშნებელიც არის საიტების მაღლამდებარე წარწერა ლეგენდა/ახალი/გადამხდელი. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ დაბალი რეიტინგის საიტები არასანდოა. მათი დაბალი რეიტინგი განპირობებულია სხვა მონაცემების გამო, როგორიცაა – დაბალი დღიური გამომუშავება, წკაპის დაბალი ღირებულება, თანხის გადახდის პირობები და ა.შ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დაბალრეიტინგიანი საიტები მცირე დღიური გამომუშავებითა და მცირე მინ. გამოსატანი თანხით, ხშირ შემთხვევაში ყველაზე საიმედო გადამხდელები არიან.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: