Equity -კლიენტის ანგარიშის უზრუნველყოფილი ნაწილი ღია პოზიციის გათვალისწინებით,რომელიც დაკავშირებულია ბალანსთან და Floating (Profit/Loss)-თან შემდეგი ფორმულით: Balance + Floating + Swap.ეს სახსრებია კლიენტის ანგარიშზე შემცირებული მიმდინარე ზარალით ღია პოზიციიდან და გაზრდილი მიმდინარე მოგებით ღა პოზიციიდან.
Free Margin - თავისუფალი მარჟა-პოზიციის გასახსნელად გირაოში აუმოქმედებელი სახსრები.გამოითვლება: Free Margin = Equity - Margin.
Margin - პოზიციის გახსნისათვის საჭირო გირაოს თანხა,კონტრაქტით გასახსნელი პოზიციის1% ტოლი(საკრედიტო მხარისას 1:100)
Margin Level -მაჩვენებელი,ანგარიშის მდგომარეობის მახასიათებელი.იანგარიშება როგორც (Equity / Margin)*100%.
საბაზო ვალუტა( base currency)-ფულადი ერთეული,რომლშიც ნომინილებულია და გათვლილია ანგარიშით,ყველა ბალანსი,საკომისიო დაქვითები და გადასახადები.
ბალანსი( balance) - თვიდმყოფადი ფინანსური შედეგი ყველა სრულად დამთავრებული ტრანზაქციისა და სავაჭრო ანგარიშიდან ფულადი სახსრების შეტანა/გამოტანის ოპერაციისა.
ბროკერი – ორგანიზაცია,რომელიც წარმოადგენს ტრეიდერების დაკრედიტების და მხარდაჭერის მომსახურებას.
ხარები - ტრეიდერები რომლებიც იმედოვნებენ ვალუტის კურსის გაზრდაზე.
ხარების ბაზარი - ბაზარი კურსის ზრდის ტენდეციით.
სავალუტო წყვილი – ვალუტის კოტირების ტექსტური ჩანაწერი.
აღმავალი ტრენდი – როდესაც ტალღაში მიიღწევა წინაზე მეტად მაღალი კურსის მნიშვნელობა,ტალღის ქვედა წერტილები ერთდება სწორი ხაზით – ტრენდის ხაზით.
დღისშიდა ვაჭრობა( intraday) – ვაჭრობა რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე ერთი დღის განმავლობაში.
დილინგი – ვაჭრობა უნაღდო ვალუტით.
სადილინგო ცენტრი – კომპანია,რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სავალუტო ბაზარზე შესვლას,კლიენტთა განაცხადების წარდგინების საშუალებით
ანგარიშის ისტორია – სრულად დასრულებული ტრანზაქციებისა და სავაჭრო ანგარიშზე არა სავაჭრო ოპერაციების სია.
კლიენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი,რომელიც კომპანიასთან აფორმებს კონვერსიულ საარბიტრაჟო ოპერაციებისათვის კვოტირების მინიჭებაზე ხელშეკრულებას.
ტერმინალი კლიენტებისთვის – პროგრამული პროდუქტი MetaTrader 4.xx ვერსია რომლის საშუალებითაც კლიენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შესახებ(კომპანიის მიერ დაწესებული მოცულობით)რეალური დროის რეჟიმში,გააკეთოს ბაზრის ტექნიკური ანალიზი,შეასრულოს სავაჭრო ოპერაციები,დადოს/შეცვალოს/გააუქმოს ორდერები,კომპანიისგან მიიღოს შეტყობინებები.
ტრენდის ხაზები – გრაფიკზე გავლებული პირდაპირი ხაზები,გამავალი ჩაღრმავებაზე აღმავალი ტენდეციისას და პიკებზე დაღმავალისას,ეს ხაზები განსაზღვრავენ მიმდინარე ტენდეციას.ხაზის გარღვევა, ჩვეულებრივ ტენდეციის შეცვლის სიგნალია.
კლიენტის ლოგ-ფაილი – ფაილი,იქმნება კლიენტის ტერმინალის მიერ,რომელსაც ერთი წამის სიზუსტით შეაქვს ოქმში ყველა მოთხოვნა და განკარგულება,რომელსაც კლიენტი უგზავნის დილერს.
სერვერის ლოგ-ფაილი – ფაილი,შექმნილი სერვერის მიერ,რომელშიც ერთი წამის სიზუსტითაა შესული ყველა მოთხოვნა და განკარგულება,რომელიც კლიენტმა გამოუგზავნა დილერს,და მათი გადამუშავების შედეგები.
მარჟირებული ვაჭრობა – ვალუტით ვაჭრობა გირაოს(მარჟა) გარანტიით. მარჟირებული ვაჭრობისას სავალდებულოა პირუკუ გარიგების ჩატარება.
მარკეტ-მეიკერი – მსხვილი ბანკები და ფინანსური კომპანიები,რომლებიც განსაზღვრავენ ვალუტის მიმდინარე კურსს ან პროცენტულ გარიგებებს, თავისი მნიშვნელოვანი წილის გამო,ბაზრის სერთო მოცულობაში.
საწყისი მარჟა – კომპანიისთვის საჭირო ფულადი უზრუნველყოფა ღია პოზიციების მხარდასაჭერად.
არასავაჭრო ოპერაცია – სავაჭრო ანგარიშის შევსება(სავაჭრო ანგარიშიდან თანხის გატანა) ან კრედიტის მინიჭების(დაბრუნების) ოპერაცია.
ნორმალური საბაზრო პირობები – ბაზრის მდგომარეობა რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:სავაჭრო პლატფორმაში,კოტირების მიღებაში მნიშვნელოვანი შესვენებების არ ქონა,ფასების მიზანასახული დინამიკის არ ქონა,მნიშვნელოვანი ფასთა წყვეტის არქონა.
სავაჭრო ოპერაციების მოცულობა – ლოტების რაოედენობის წარმოებული ლოტის სიდიდეზე.
ღია პოზიცია – სრულად დამთავრებული ტრანზაქციის პირველი ნაწილის შედეგი.პოზიციის გახსნისა კლიენტს უჩდება ვალდებულება:განახორციელოს იმავე მოცულობის საპირისპირო გარგება:და უზრუნველყოს equity აუცილებელი მარჟის არა ნაკლებ 10%.
ბაზრის გახსნა – ვაჭრობის განახლება დასვენების დღეების შემდეგ,საზეიმო დღეების ან სავაჭრო სესიებს შორის შესვენების შემდეგ.
შედგენილი ორდერი – კლიენტის მითითება დილერისადმი,გახსნას პოზიცია ორდერში მითითებული ფასის დონის მიღწევისას.
სრულად დასრულებული ტრანზაქცია – შედგება ორი ერთნაირი მოცულობის ურთიერთსაწინააღმდეგო სავაჭრო ოპერაციისაგან(პოზიციის გახნა და პოზიციის დახურვა):ყიდვა შემდგომ გაყიდვით ან გაყიდვა შემდგომ ყიდვით.
კოტირების ნაკადი – კოტირების თანამიმდევრობა ყოველი ინსტრუმენტისათვის, რომელიც შემოედინება სავაჭრო პლატფორმაში.
პუნქტი – კურსის უმცირესი თანრიგი.
ლოტის ზომა – საბაზო ვალუტის რაოდენობა ერთ ლოტში,რომელიც განისაზღვრება კონტრაქტების სპეციფიკაციით.
შემმუშავებელი – კომპანია «MetaQuotes Software Corp.»,სავაჭრო პლატფორმის შემმუშავებელი.
საანგარიშგებო ვალუტა – ფულადი ერთეული,რომელშიც ხდება ანგარიშის შევსება და ანგარიშიდან თანხის გატანა.
რენჯი – დაშორება წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზებს შორის.
სვოპი (swap - storage) – თანხა რომელიც აკლდება ან ემატება კლიენტის ანგარიშს,პოზიციის მეორე დღისთვის გადატანაზე.
მრჩეველი – სავაჭრო ანგარიშის მართვის ალგორითმი,პროგრამის სახით შედგენილი სპეციალურ ენაზე MetaQuotes Language 4,რომელიც აგზავნის მოთხოვნებს და განკარგულებებს სერვერზე,კლიენტის ტერმინალის გამოყენებით.
კონტრაქტის სპეციფიკაცია – ძირითადი სავაჭრო პირობები(სპრედი,ლოტის ზომა,სავაჭრო ოპერაციის მინიმალური რაოდენობა,სავაჭრო ოპერაციის ცვალებადობის ბიჯის ზომა,საწყისი მარჟა,ლოკირებული პოზიცებისათვის მარჟა და ა.შ.)ყველა ინსტრუმენტისათვის.
სპრედი – პუნქტებში გამოხატული სხვაობა Ask და Bid შორის.
ანგარიში – სპეციალური პირადი ანგარიში შიდა აღრიცხვისათვის,გახსნილი კომპანიაში კლიენტის მიერ,რომელზეც ხდება კომპანიის და კლიენტის ვალდებულებების აღრიცხვა,რომელნიც წარმოიქმნებიან გარიგებებიდან,რომლებიც სრულდებიან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში.
ტიკკერი – უნიკალური საიდენტიფიკაცო ნომერი,რომელიც ენიჭება სავაჭრო პლატფორმაში ყველა გახსნილ პოზიციას და შედგენილ ორდერს.
სავაჭრო ოპერაცია – კლიენტის მიერ ნებისმიერი ინსტრუმენტის ყიდვა ან გაყიდვა.
სავაჭრო ანგარიში – უნიკალური პერსონფიცირებული რეესტრი ოპერაციების აღრიცხვისა სავაჭრო პლატფორმაში,რომელზეც აისახება სრულად დასრულებული ტრანზაქციები,გახსნილი პოზიციები,არა სავაჭრო ოპერაციები და ორდერები.
სავაჭრო პლატფორმა – პროგრამული უზრუნველყოფის და ტენიკური საშუალებების ურთიერთშერწყმა,რომელნიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიღებას ფინანსური ბაზრებიდან რეალური დროის რეჟიმში,სავაჭრო ოპერაციის ჩატარებას,კლიენტის და ბროკერის ურთიერთვალდებულებების აღრიცხვას.აგრეთვე პირობების და შეზღუდვების დაცვას.გამარტივებული სახით,ნამდვილი რეგლამენტის მიზნთ,შესდგება სერვერისა და კლიენტის ტერმინალისაგან.
ტრანზაქცია – სავაჭრო ოპერაციების ერთობლიობა,რომლის დროსაც სახსრები გადადიან საბაზო ვალუტიდან კოტირების ვალუტაში და პირიქით.
ტრეიდერი – ადამიანი რომელიც ვაჭრობს Forex-ის ბაზარზე,მოგების მისაღებად.
ტრენდი – ფასის საერთო მიმდინარე მოძრაობის მიმართულება.
ორდერის დონე – ორდერში მითითებული ფასი.
მხარდაჭერის დონე – არხის ქვედა საზღვარი.
წინააღმდეგობის დონე – არხის ზედა საზღვარი.
ფიგურა – ფასის ცვლილება 100 პუნქტით.მაგალითად EUR/USD -ს ფასის ცვლა 1.3770-დან 1,3870-მდე არის ფიგურით ზრდა.
ფორს-მაჟორული გარემოება – მოვლენები,რომელთაც ვერ გაითვალისწინებ და ვერ აიცილებ თავიდან,ასეთებია:სტიქიუყრი უბედურება,ომები,ტერორისტული აქტები, მთავრობის ქმედება,სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ქმედება,ხაკერთა აქტები,და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება სერვერიის მიმართ.
ხეჯირება – ოპერაცია ფინანსურ ინსტრუმენტებთან,რომელიც ნაწილობრივ გადაფარავენ დანაკარგების რისკს სხვა ინსტრუმენტებთან მუშაობისას.მაგალითად ფიუჩერებით ვაჭრობისას დოლარზე,შეიძლება რისკის ხეჯირება შეიძლება ოფციონის კონტრაქტრებით EUR/USD -ზე ან პირიქით.
ფასი -არასაბაზრო კოტირების წინმსწრები – ერთწუთიანი ბარის დაკეტვისას ფასი,ერთწუთიანი ბარის წინმსწრები არასაბაზრო კოტირებით.
ფასის წყვეტა – ორი სიტუაციიდან ნებისმიერი:მიმდინარე კოტირების Bid მეტია წინა კოტირების Ask;მიმდინარე კოტირების Ask ნაკლებია წინა კოტირების Bid -ზე. ფასის წყვეტა ბაზრის გახსნისას - ორი სიტუაციიდან ნებისმიერი: ბაზრის გახსნის Bid კოტირება მეტია ბაზრის დაკეტვის Ask კოტირებაზე.ბაზრის გახსნის Ask კოტირება ნაკლებია ბაზრის დახურვის Bid კოტირებაზე.
აშკარა შეცდომა – პოზიცის გახსნა/დახურვა კლიენტის მიერ ან ორდერის შესრულება დილერის მიერ ფასის მიხედვით,რომელიც საგრძნობლად განსხვავდება მოცემული ინსტრუმენტის ფასისაგან კოტირების ნაკადში ქმედების შესრულების მომენტისათვის,ან დილერის რაიმე სხვა ქმედება ან უმოქმედობა,დაკავშირებული აშკარად ბაზარზე ფასის არასწორად განსაზღვრასთან დროის გარკვეულ მომენტში.