უცხოური ვალუტით ვაჭრობა ან „ფორექსის ბაზარი" წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ ბაზარს. იგი გახლავთ უწყვეტი ნაღდი ფულის ბაზარი, სადაც ერების ვალუტებით ვაჭრობა ხდება ბირჟის გარეთ, ბროკერების მეშვეობით.
გამოთვლილია, რომ, ყოველდღე საშუალოდ, $3,6 ტრილიონის ვაჭრობა ხორციელდება მსოფლიოს ფორექსის ბაზრებზე. ფორექსის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი არ გვხვდება არც ერთ კონკრეტულ, ცენტრალიზებულ თუ ორგანიზებულ ბირჟაზე, არამედ ბროკერების მეშვეობით ბანკთაშორის სავალუტო ბაზრებზე ხდება. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი არის ოცდაოთხი საათის განმავლობაში ფუნქციონირებადი ბაზარი, რომელიც მიჰყვება მზეს მსოფლიოს გარშემო. იღება ავსტრალიაში და იკეტება აშშ–ში. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი არსებობს ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სავალუტო რისკი აქვთ, გადამყიდველები აგრეთვე მონაწილეობენ ფორექსის ბაზრებზე იმისათვის, რომ სარგებელი მიიღონ სავალუტო კურსებში ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთ მოლოდინთან მიმართებაში.
დასაწყისში, ფორექსის ბაზარი გამოიყენებოდა ინსტიტუციური ინვესტორების მიერ, რომლებიც ახდენდნენ დიდი თანხების ტრანზაქციებს კომერციული და საინვესტიციო მიზნით. თუმცა, დღესდღეობით, იმპორტიორები და ექსპორტიორები, საერთაშორისო პორტფოლიოს მენეჯერები, მულტინაციონალური კორპორაციები, გადამყიდველები, დღის ტრეიდერები, გრძელვადიანი მფლობელები და ჰეჯ-ფონდები – ყველა იყენებს ფორექსის ბაზარს, რომ გადაიხადოს საქონლისა და მომსახურებისათვის, ფინანსურ აქტივებში ტრანზაქციებისათვის, სპეკულაციებისთვის, ან ვალუტის მოძრაობის რისკის შესამცირებლად, თავისი მდებარეობის ჰეჯირებისა ან სპეკულაციით მდებარეობის გაზრდის მეშვეობით.
დღევანდელ საინფორმაციო სუპერმაგისტრალზე ფორექსის ბაზარი აღარ არის ერთადერთი ვარიანტი ინსტიტუციური ინვესტორისათვის. ბოლო 10 წლის მანძილზე გაიზარდა არაინსტიტუციური ტრეიდერების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ ფორექსის ბაზრითა და მის მიერ შეთავაზებული პრივილეგიებით. სავაჭრო პლატფორმები, როგორიცაა MetaQuotes, MetaTrader, eToro, სპეციალურად შემუშავდა კერძო ინვესტორისათვის, და საგანმანათლებლო მასალაც უფრო იოლად ხელმისაწვდომი გახდა. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ფორექსის ბაზრის მიმზიდველობას კერძო ინვესტორისათვის.